ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“ისევ ჭარბწონიანად ვითვლები, მაგრამ ეს კილოგრამები ჯანმრთელობის პრობლემებს აღარ მიქმნის… 2 წელზე მეტია, გაზიანი სასმელი არ მიმიღია” – ბარბარა სამხარაძის შეცვლილი ცხოვრება

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

მომ­ღე­რა­ლი ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძე, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პრო­ექტ „ნი­ჭი­ე­რი­დან“ გა­იც­ნო, რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლი­ლი იმი­ჯით წარ­დგა. გა­რეგ­ნუ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის შემ­დეგ არ­ტის­ტი ცხოვ­რე­ბის სრუ­ლი­ად ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვი­და და ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, მსმე­ნელს შე­მოქ­მე­დე­ბით სი­ახ­ლე­ებ­საც სთა­ვა­ზობს. ბარ­ბა­რა, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან სა­კუ­თარ მუ­სი­კა­ლურ სტუ­დი­ა­შიც შე­უდ­გა სწავ­ლე­ბას, ახა­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ჟურ­ნალ „სარ­კეს“ესა­უბ­რა.

ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცია: “ახლა თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ და უფრო მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია”

მომ­ღე­რალ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ მისი გა­რეგ­ნო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა ბა­რი­ატ­რი­ულ ოპე­რა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. ბარ­ბა­რა „სარ­კეს­თან“ სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ თავს ახალ სხე­ულ­ში კარ­გად გრძნობს, თუმ­ცა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გზა მარ­ტი­ვი არ იყო.

ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე და ამით საკ­მა­ოდ კარ­გად და­ვი­კე­ლი. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გზა იოლი არ არის. მარ­ტი­ვი არ არის იმ სხე­უ­ლი­დან გად­მო­წყო­ბა ამ სხე­ულ­ში. ვა­კე­თებ იმას, რისი გა­კე­თე­ბაც მა­შინ ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა. ახლა თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ და უფრო მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია. მა­შინ თა­ვად ვზღუ­დავ­დი სა­კუ­თარ თავს, რად­გან კომ­პლექ­სე­ბი მა­წუ­ხებ­და, და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა მქონ­და“.

ბარ­ბა­რას თქმით, ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ წო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რთუ­ლი პრო­ცე­სია, მაგ­რამ ფორ­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ექი­მე­ბის ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

“მარ­თლაც რთუ­ლია, წონა რომ არ გა­გექ­ცეს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, რა­საც ექი­მე­ბი მირ­ჩე­ვენ. ფე­ხით ძა­ლი­ან ბევ­რს დავ­დი­ვარ, ვვარ­ჯი­შობ. არ ვი­ღებ ისეთ საკ­ვებს, რო­მე­ლიც ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბას ვნებს, თუმ­ცა ყო­ფი­ლა მო­მენ­ტე­ბი, როცა ეს წესი და­მირ­ღვე­ვია რა­ღაც მი­ზე­ზის გამო. ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და ხში­რად ვდგე­ბით ცდუ­ნე­ბის წი­ნა­შე. სწრა­ფი კვე­ბის საკ­ვე­ბიც მი­მი­ღია, მაგ­რამ ეს ხში­რად არ ხდე­ბა. მთა­ვა­რია, ძი­ლის რე­ჟი­მი იყოს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და ში­ნა­გა­ნი ჰარ­მო­ნია მქონ­დეს“.

მომ­ღე­რა­ლი ხაზს უს­ვამს ჯან­მრთე­ლო­ბის მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ის ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ თვე­ში ერთხელ, ახლა კი ექვს თვე­ში ერთხელ და­დის ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე.

“თუ ყუ­რა­დღე­ბას არ მი­აქ­ცევ, შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა და­ი­წყოს, წონა გა­გექ­ცეს და კვლავ მო­ი­მა­ტო. ექიმ­თან ვი­ზი­ტი იმის­თვის არის სა­ჭი­რო, რომ გა­კონ­ტროლ­დეს, ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ორ­გა­ნიზ­მი რას იღებს და რას – ვერა. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ორ­გა­ნიზმს საკ­ვე­ბის ათ­ვი­სე­ბის უნა­რი ეკარ­გე­ბა… აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ჭი­როა ექიმ­თან ვი­ზი­ტი, რომ გა­კონ­ტროლ­დეს ეს ყვე­ლა­ფე­რი, გა­მოვ­ლინ­დეს, რა არის სა­ჭი­რო, ორ­გა­ნიზმს რით უნდა და­ეხ­მა­რო – საკ­ვე­ბით, მე­დი­კა­მენ­ტე­ბით თუ გა­დას­ხმე­ბით. ამ ყვე­ლა­ფერს ექი­მი ანა­ლი­ზის პა­სუ­ხე­ბის მი­ხედ­ვით გე­უბ­ნე­ბა“

.ოპე­რა­ცი­ის თან­მდე­ვი გარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხე­ბაც ღიად სა­უბ­რობს: „გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი, რად­გან წინა სა­ო­პე­რა­ციო პე­რი­ოდ­ში გარ­თუ­ლე­ბე­ბი არ მქო­ნია. როცა წო­ნის სწრა­ფი კლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ნაღ­ვლის პრობ­ლე­მე­ბი იჩენს თავს. მეც მქონ­და მსგავ­სი პრობ­ლე­მა, მაგ­რამ მკურ­ნა­ლო­ბით ყვე­ლა­ფერ­მა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ჩა­ი­ა­რა. ოპე­რა­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე ხან­ში თავს იჩენს თმის ცვე­ნა. თმა მეც მცვი­ო­და რა­ღაც პე­რი­ო­დი, მაგ­რამ მა­ლე­ვე შე­მი­ჩერ­და. არა­ფე­რია უსაშ­ვე­ლო, მთა­ვა­რია გან­წყო­ბა, მო­ბი­ლი­ზე­ბა.

კი­თხვა­ზე, არის თუ არა მის­თვის ახ­ლან­დე­ლი წონა მი­სა­ღე­ბი, მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს:

გე­ნე­ტი­კუ­რად მაქვს ისე­თი აღ­ნა­გო­ბა, რომ ჩემი ახ­ლან­დე­ლი წონა მი­სა­ღე­ბია. ისევ ჭარ­ბწო­ნი­ა­ნად ვით­ვლე­ბი, მაგ­რამ ეს კი­ლოგ­რა­მე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს აღარ მიქ­მნის. ადრე გა­რეთ გას­ვლა არ მიყ­ვარ­და და ახლა შე­მიყ­ვარ­და, ფე­ხით ბევ­რს დავ­დი­ვარ. მა­შინ ხა­ლი­სი არ მქონ­და. კომ­პლექ­სე­ბი მა­წუ­ხებ­და, და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა მქონ­და“.

მომ­ღე­რა­ლი ჯან­სა­ღი წე­სე­ბის დაც­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც სა­უბ­რობს: “ვი­საც ოპე­რა­ცია აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, გა­ზი­ან სას­მე­ლებს უნდა მო­ე­რი­დოს. ორ­წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია, რაც გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი არ მი­მი­ღია, არც მი­ნე­რა­ლურ გა­ზი­ან სას­მე­ლებს ვი­ღებ. ტკბი­ლე­უ­ლი და ცო­მე­უ­ლი არ ამო­მი­ღია, მაგ­რამ ვი­ღებ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით, პა­ტა­რა ულუ­ფე­ბით. მთა­ვა­რია, არ და­მა­ვი­წყდეს, სა­ი­დან მოვ­დი­ვარ და სად მინ­და წას­ვლა“.

გაზიარება: