ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

რა სიმპტომები აქვს „ჰონკონგის გრიპს“ და როდის უნდა მივმართოთ ექიმს? – პედიატრი მშობლებს აფრთხილებს

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში „ჰონკონგის გრიპის“ შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და მშობლებს მიმართავს.

„ჰონკონგის გრიპი“ არ არის ახალი ან განსაკუთრებულად საშიში ვირუსი.
ეს არის A ტიპის გრიპის ერთ-ერთი შტამი (H3N2), რომელიც პირველად 1968 წელს გამოვლინდა ჰონკონგში — სწორედ ამიტომ მიიღო ეს სახელწოდება.
რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?
«ჰონკონგის გრიპი“ არ არის განსხვავებული დაავადება,
არ იწვევს უფრო მძიმე მიმდინარეობას ვიდრე სხვა გრიპის შტამები.

დღეს ის სეზონური გრიპის ჩვეულებრივი ნაწილია!!!

რა უნდა იცოდეთ მშობლებმა:

„ჰონკონგის გრიპი“ არის გრიპის A ტიპის ერთ-ერთი ჩვეულებრივი შტამი (H3N2), რომელიც მრავალი წელია ცირკულირებს და ბავშვებში მიმდინარეობით არ განსხვავდება სხვა სეზონური გრიპისგან. აქვე აუცილებლად დაიმახსოვრეთ, რომ არ არის სწორი, როდესაც ყველა ვირუსს გრიპს ეძახით, არსებობს სხვადასხვა ვირუსული ინფექციები: რინოვირუსი, ადენოვირუსი, კორონავირუსი, პარაგრიპი, RSV ვირუსი, გრიპის ვირუსი, ამ ვირუსულ ინფექციებს შორის ყველაზე რთული მიმდინარეობა აქვს გრიპის ვირუსს. 

ჰონკონგის გრიპის დროს სიმპტომები იგივეა, რაც ნებისმიერი გრიპის დროს:

ცხელება, სისუსტე, თავისა და კუნთების ტკივილი, ხველა, ყელის ტკივილი.
დასახელება შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ დაავადება — არა.
კარგი ამბავია ის, რომ სეზონური გრიპის ვაქცინა იცავს ამ შტამისგანაც, ამიტომ ვაქცინირებული ბავშვები დაცულები არიან მძიმე მიმდინარეობისგან, ხაზს ვუსვამ მძიმე მიმდინარეობას, რადგან ვირუსი შეიძლება აცრილებსაც შეხვდეთ!!!!

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

თუ ბავშვს აქვს: მაღალი სიცხე, რომელიც არ ემორჩილება ჯიუტად სიცხის დამწევს(თუმცა ესეც ვირუსისგან ორგანიზმის დაცვის და ვირუსთან ბრძოლის საჭირო კომპონენტია) სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა, სწრაფი სუნთქვა ან ქოშინი, ძლიერი სისუსტე ან გაუწყლოების ნიშნები, ასაკი 3 წლამდეა ან აქვს თანმხლები ქრონიკული დაავადება,

გახსოვდეთ, 

პანიკა ბავშვს არ შველის.

სიმშვიდე, დროული კონსულტაცია თქვენს პედიატრთან და სწორი მოვლა — ეს არის საუკეთესო დაცვა.
„ჰონკონგის გრიპი“ — ეს უბრალოდ სახელია.
ბავშვისთვის ის ისეთივე გრიპია, როგორიც სხვა სეზონური გრიპი

გისურვებთ ურყევ ჯანმრთელობას“, – წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
მილიარდერები მსოფლიოს დასასრულისთვის ემზადებიან? – კოსმოსური თავშესაფრები, “განკითხვის დღის“ ბუნკერები და კუნძულები უსაფრთხო ზონაში
October 26, 2026
საზოგადოება
„ეს კრემის რეკლამას კი არა, პორნოგრაფიას უფრო ჰგავს“ — გარდაცვლილი შვილის დედის მიმართ კრიტიკა არ წყდება!
October 26, 2026
საზოგადოება
”თუ გინდათ ჩამქოლეთ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა…” – გიორგი უშიკიშვილმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა, გიორგისგან ამას არავინ ელოდა
October 26, 2026
საზოგადოება
❗️🔴 ნუცა თოფურია გურამ დადიანიძის საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს — რა ინფორმაცია გავრცელდა ნეშტის აღმოჩენის შესახებ?ვრცლად ნახეთ კომენტარში ⬇️
October 26, 2026