ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

ულამაზესი კანადელი მოდელის ქართველი ქმარი – ვინ არის ირაკლი როდონაია, რომელიც მშვენიერ ქართველ ცოლთან განქორწინების შემდეგ კრისტა ქობერზე დაქორწინდა. “საქართველოში აფხაზი ვარ, აფხაზეთში – ქართველი…”

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

კანადელი კრისტა კობერი მსოფლიოში ცნობილი მოდელია. ბევრი პრესტიჟული ჟურნალის გარეკანზე ყოფილა მისი ფოტოები, არაერთ ბრენდს უწევს დღესაც რეკლამირებას და მოდურ ჩვენებებზეც ჩნდება.

მას საქართველოშიც ბევრი იცნობს, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ კრისტას ქართველი ქმარი ჰყავს და მასთან ერთად ორ შვილს ზრდის

კრისტას მეუღლე ცნობილი ქართველი პროდიუსერი ირაკლი როდონაიაა. ირაკლი 1981 წლის 4 ივლისს არის დაბადებული გაგრაში. შემდეგ გარკვეული წლები რუსეთში გაატარა, თუმცა საკმაოდ დიდი ხანია, კანადაში ცხოვრობს და საქმიანობს. მისი პროდიუსერობით არის გადაღებული მაგალითად, ლევან კოღუაშვილის ფილმი “მე-4 ბრაიტონი”. ირაკლის დედა აფხაზი ჰყავს, მამა – ქართველი. არაერთხელ უთქვამს ინტერვიუში, რომ საქართველოში აფხაზია, აფხაზეთში – ქართველი. ხშირად დადის საქართველოშიც და ოკუპირებულ აფხაზეთშიც – მშობლიურ გაგრაში, ოჯახთან ერთად. საქართველოში ყოფნისას კრისტამ ქართული მოდური გამოცემისთვისაც იპოზიორა და საქართველოზეც გამოთქვა საკუთარი აზრი: “ბედნიერი ვარ, რომ მყავს დიდი ქართული ოჯახი. გაოცებული ვარ ქართული კულტურის, ხელოვნებისა და მოდის სიღრმით, განსაკუთრებით ფილმებით, ირაკლის ფილმებით და სხვა ნამუშევრებით. აქ ყველაფერი ისეთი საოცარია, მეტყველების უნარს დაგაკარგვინებს.”

ირაკლი დიდ ოჯახთან ერთად

ირაკლის სამი შვილი ჰყავს – ილია, ნიკა და თემო. ილია პირველ ქორწინებაში შეეძინა – ცნობილ მოდის ბლოგერ და მოდური ბრენდების კრეატიულ დირექტორ ანკა ციციშვილთან.

ია პირველ ქორწინებაში შეეძინა – ცნობილ მოდის ბლოგერ და მოდური ბრენდების კრეატიულ დირექტორ ანკა ციციშვილთან.

ის და ანკა რუსეთში ცხოვრობდნენ და წლები მიიჩნეოდნენ იდილიურ და ყველაზე გემოვნებიან ცოლ-ქმრად. თუმცა შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ირაკლიმ კანადაში ხელახლა იქორწინა, თუმცა დიდ დროს ატარებს უფროს შვილთან და პირველ რიგში სწორედ მას გააცნო კანადელი ცოლი. რაც შეეხება ანკას, მოგვიანებით მანაც შექმნა მეორე ოჯახი და მეორე ქორწინებაში კიდევ ერთი შვილი გაუჩნდა.

.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საინტერესო
გაიჩერეთ ნიორი პირში 30 წუთის განმავლობაში და გაიგე, რას უწყობს ხელს ეს უცნაური, მაგრამ ეფექტური ხერხი!
March 7, 2026
საინტერესო
მომილოცეთ ❤️ ელის მარიას ”ძამიკო” ეყოლება, მიშას საჩუქარია… 😱😱 ნახეთ სოფოს ნიჟარაძის ოჯახში მატება.
February 18, 2026
საინტერესო
“ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა…“ – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება
February 12, 2026
საინტერესო
დიდი ხნის ნაცნობმა მამა გაბრიელთან რამდენიმე კაცი მიიყვანა გასაცნობად, თან განუმარტა მათ, რომ გაბრიელი წმინდა მამა იყო და არაფერს ჭამდა. სტუმრების გამოჩენისთანავე მამა გაბრიელმა ყვირილი და უცნაური სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. ჯამს ეცა და გაიძახოდა:
February 12, 2026