ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

ივანიშვილის ცოლის სათბურის კორპორაციამ 17.4 მილიონი ლარის კიტრი და პომიდორი გაყიდა.

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ინფორმაციას BMG ავრცელებს და წერს, რომ სს “საქართველოს სათბურის კორპორაციამ” (პლანტამ) 2024 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. გამოცემა წერს, რომ დოკუმენტის თანახმად, კომპანიის შემოსავალი პროდუქციის რეალიზაციიდან 17.4 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 3.2 მილიონი ლარით მეტია. რამაც კომპანიის წმინდა მოგება გააორმაგა და 2.1 მილიონი ლარი შეადგინა. ანგარიშებიდან ირკვევა, რომ კომპანიამ 2023 წელს 7.6 მილიონი ლარის ღირებულების კიტრი და 9.6 მილიონი ლარის ღირებულების პომიდორი გაყიდა.

💬 “კომპანია ფლობს 12-ჰექტარიან თანამედროვე სათბურის ობიექტს, რომელიც აღჭურვილია მცენარეთა ზრდის ხელოვნური განათებით. კომპანიის წლიური წარმოების მოცულობა 7,100 ტონას აჭარბებს. კომპანიის მთავარი მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე უზრუნველყოს მაღალი ხარისხის პრემიუმ კლასის პროდუქცია, შეამციროს იმპორტდამოკიდებულება და შეავსოს ბოსტნეულის ადგილობრივი წარმოების დეფიციტი” | ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.

ფინანსურ ანგარიშიდან ირკვევა, რომ ყველაზე მეტი ხარჯი კომპანიას კომუნალურებში აქვს გადახდილი, რაც რომელიც 5.7 მილიონი ლარს შეადგენს, თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება 5.3 მილიონი ლარი დაუჯდა, ხოლო თესლისა და სხვა ხარჯები კომპანიამ 2.6 მილიონი ლარი დახარჯა.

კომპანიის საერთო აქტივები 2024 წლის ბოლოსთვის 29.4 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო ვალდებულებები – 6.6 მილიონ ლარს. ამასთან, კომპანიას გააჩნია წლების განმავლობაში დაგროვილი ზარალი, რომელიც 50 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრება.

“2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 98.67% ეკუთვნის შპს “გრინჰაუზ ჰოლდინგს” რომლის მშობელი კომპანია GCF LP კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული და მას ფიზიკური პირი ეკატერინე ხვედელიძე აკონტროლებს” | აღნიშნულია ფინანსურ ანგარიშში.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
მილიარდერები მსოფლიოს დასასრულისთვის ემზადებიან? – კოსმოსური თავშესაფრები, “განკითხვის დღის“ ბუნკერები და კუნძულები უსაფრთხო ზონაში
October 26, 2026
საზოგადოება
„ეს კრემის რეკლამას კი არა, პორნოგრაფიას უფრო ჰგავს“ — გარდაცვლილი შვილის დედის მიმართ კრიტიკა არ წყდება!
October 26, 2026
საზოგადოება
”თუ გინდათ ჩამქოლეთ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა…” – გიორგი უშიკიშვილმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა, გიორგისგან ამას არავინ ელოდა
October 26, 2026
საზოგადოება
❗️🔴 ნუცა თოფურია გურამ დადიანიძის საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს — რა ინფორმაცია გავრცელდა ნეშტის აღმოჩენის შესახებ?ვრცლად ნახეთ კომენტარში ⬇️
October 26, 2026