ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

მეცნიერებმა დაადგინეს, თუ ვისგან გადაეცემა ბავშვს ინტელექტი მემკვიდრეობით .

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია დაადგინეს, თუ რომელი ქრომოსომაა პასუხისმგებელი ბავშვის სქესზე, ასევე გამოიკვლიეს სხვადასხვა გენეტიკური დაავადების წარმოშობის პროცესი და პრობლემა. თუმცა, იმ ბევრ საკითხს შორის, რომლებიც მომავალ მშობლებს შვილის შესახებ აინტერესებთ, ინტელექტისა და ნიჭის შესახებ ინფორმაცია სულ უფრო აქტუალურია. აღსანიშნავია, რომ როდესაც ადამიანის ინტელექტზე ვსაუბრობთ, 40-60% მემკვიდრეობითია, ხოლო სხვა დანარჩენი გარემო პირობებსა და გავლენებზეა დამოკიდებული. მაგრამ, როგორც მეცნიერებმა გაარკვიეს, მითითებულ პროცენტში მთავარ როლს დედა თამაშობს.

კერძოდ, მათი თქმით, X ქრომოსომა, რომელიც მდედრობით სქესს განსაზღვრავს, ინტელექტის გენს ატარებს. X ქრომოსომა მამასაც აქვს, მაგრამ მისი გენი დეაქტივირებულია: მუშაობს მხოლოდ ის, რომელიც დედისგან მოდის. მეცნიერებმა ეს ვარაუდი თაგვებზე დაკვირვებით განამტკიცეს.

მეტიც, აღმოჩნდა, რომ მამის გენები ხშირად კვებით ქცევებსა და ემოციების კონტროლზეა პასუხისმგებელი. დედის შემთხვევაში კი კოგნიტური აზროვნებაა წინა პლანზე. მაგალითად, ლოგიკური მსჯელობა, ანალიტიკური შესაძლებლობები თუ სხვა.

მეცნიერთა კიდევ ერთმა დიდმა ჯგუფმა ჩაატარა კვლევა, რომელშიც 14-დან 22 წლადე 12 686 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ყველა სხვადასხვა სოციალურ წრეს ეკუთვნოდა და განსხვავებული განათლების დონე ჰქონდათ. მაგრამ, დასკვნა მსგავსი იყო. უმეტესობა დედის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს იზიარებდა და მათი IQ დედისგან მაქსიმუმ 15 ქულით განსხვავდებოდა.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საინტერესო
გაიჩერეთ ნიორი პირში 30 წუთის განმავლობაში და გაიგე, რას უწყობს ხელს ეს უცნაური, მაგრამ ეფექტური ხერხი!
March 7, 2026
საინტერესო
მომილოცეთ ❤️ ელის მარიას ”ძამიკო” ეყოლება, მიშას საჩუქარია… 😱😱 ნახეთ სოფოს ნიჟარაძის ოჯახში მატება.
February 18, 2026
საინტერესო
“ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა…“ – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება
February 12, 2026
საინტერესო
დიდი ხნის ნაცნობმა მამა გაბრიელთან რამდენიმე კაცი მიიყვანა გასაცნობად, თან განუმარტა მათ, რომ გაბრიელი წმინდა მამა იყო და არაფერს ჭამდა. სტუმრების გამოჩენისთანავე მამა გაბრიელმა ყვირილი და უცნაური სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. ჯამს ეცა და გაიძახოდა:
February 12, 2026