ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“იმ სუ­პერ გმირში, რო­მელ­საც მა­ნამ­დე შო­რი­დან ვიც­ნობ­დი, რე­ა­ლუ­რად მე­ო­მა­რი გია ყარ­ყა­რაშ­ვი­ლი აღ­მო­ვა­ჩი­ნე და გა­ვი­ცა­ნი” – რას ჰყვება გია ყარყარაშვილის ქალიშვილი

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

მა­რი­ა­მი ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის და აფხა­ზე­თის ჯა­რე­ბის ყო­ფი­ლი სარ­დლის, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, გე­ნე­რალ-მა­ი­ორ გია ყარ­ყა­რაშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თი შვი­ლია. მას სა­ზო­გა­დო­ე­ბა მა­სობ­რი­ვად არ იც­ნობს, რად­გან სა­ჯა­როდ არას­დროს გა­მო­ჩე­ნი­ლა.

მა­რი­ა­მი მა­მას წიგნ­ზე – “სამ­შობ­ლოს ამა­რა“ მუ­შა­ო­ბი­სას გვერ­დით აქ­ტი­უ­რად და­უდ­გა. მას­თან ერ­თად გა­ი­ა­რა მა­მის მიერ გავ­ლი­ლი ურ­თუ­ლე­სი გზა და რო­გორც ამ­ბობს, შე­სა­ბა­მი­სად სულ სხვა გია ყარ­ყა­რაშ­ვი­ლი გა­იც­ნო…

ის ახლა ambebi.ge-ს სტუ­მა­რია. გთა­ვა­ზობთ მა­რი­ამ ყარ­ყა­რაშ­ვი­ლის ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს.

მა­რი­ამ, რო­გორ გაგ­ვეც­ნო­ბით?

– 31 წლის ვარ, სა­ბან­კო სფე­რო­ში ვმუ­შა­ობ, დიდი ხანი არ არის, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი, აქამ­დე 15 წელი საფ­რან­გეთ­ში ვცხოვ­რობ­დი. იქ და­ვამ­თავ­რე სკო­ლა, უნი­ვერ­სი­ტე­ტი და მუ­შა­ო­ბაც იქვე და­ვი­წყე. მა­მას წიგნ­ზე მა­ნამ­დე დის­ტან­ცი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დი. მერე წიგ­ნის გამო, 4 წლის წინ, აქ ხში­რი ჩა­მოს­ვლა და­ვი­წყე და შე­მოვ­რჩი. ამი­ტომ, ბოლო 6 თვეა, აქ მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე და დავ­ფუძნ­დი. ჩემი მე­უღ­ლე ფრან­გია და ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თად ვცხოვ­რობთ.

– ბევ­რმა ალ­ბათ არც იცის, რომ გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რის გია ყა­რაშ­ვი­ლის შვი­ლი ხართ. მა­სობ­რი­ვად რა­ტომ არ გიც­ნო­ბენ?

– მი­ზე­ზი ალ­ბათ მა­ინც ის არის, რომ ამ­დე­ნი წელი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვი­ყა­ვი, მე­ო­რე ისაა, რომ გიაც ბოლო წლე­ბია, ვიდ­რე წიგ­ნი გა­მო­ვი­დო­და, ერი­დე­ბო­და მე­დი­ა­ში გა­მო­ჩე­ნას. 2010-2011 წლებ­ში რომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მა­სობ­რი­ვად აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მიჰ­ყვე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, მეც ამის გამო ნაკ­ლე­ბად ვჩან­დი. თან თა­ვის წინ წა­მო­წე­ვაც დი­დად არ მიყ­ვარს. ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა არა, თუმ­ცა გიას წრე­ში კარ­გად მიც­ნო­ბენ.

– რო­გო­რია მათი ემო­ცი­ე­ბი, ვინც იგებს, რომ გია ყარ­ყა­რაშ­ვი­ლის შვი­ლი ხართ?

– არ მქო­ნია ისე­თი შემ­თხვე­ვა, რომ ვი­ღა­ცას უარ­ყო­ფი­თად შე­ე­ფა­სე­ბი­ნა ის, რომ მე გიას შვი­ლი ვარ. პი­რი­ქით, სულ თა­ვის დახ­რა მი­წევ­და და მი­წევს, რო­დე­საც იგე­ბენ, რომ გიას შვი­ლი ვარ, ისეთ პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ხა­ტა­ვენ, რომ მე­რი­დე­ბა… 

მას­ზე ყო­ველ­თვის ის­ტო­რი­ებს მიყ­ვე­ბოდ­ნენ. ასე ხდე­ბო­და და ხდე­ბა ყველ­გან – თბი­ლის­შიც და სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ რე­გი­ონ­ში. ყველ­გან თბილ დახ­ვედ­რას გვი­წყობ­დნენ, პა­ტი­ვის­ცე­მას ვგრძნობ­დი, არ მქო­ნია ისე­თი შემ­თხვე­ვა, რა­ი­მე უარ­ყო­ფი­თი მო­მეს­მი­ნა. სა­მა­გი­ე­როდ, რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია. იქ პოს­ტებ­ზე ზოგ­ჯერ ისე­თი რა­ღა­ცე­ბი მხვდე­ბა, რაც რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, არც მსმე­ნია და არც გა­მი­გია… ად­რე­ულ წლებ­ში იყო ასე­თიც, რომ გა­ი­გებ­დნენ, გიას შვი­ლი ვი­ყა­ვი, ეგო­ნათ, ამას რა­მე­ში გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი. ეს უფრო ადრე ხდე­ბო­და, როცა გია პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა იყო, – რა­ღაც­ნა­ი­რად გო­ნე­ბა­ში ჩამ­რჩა. ჩემ შემ­თხვე­ვა­ში არას­დროს ყო­ფი­ლა ისე, გიას სა­ხე­ლი ან გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, ან სად­მე მეტ­რა­ბა­ხა და ამის აფი­ში­რე­ბა მო­მეხ­დი­ნა. ეს რომ არას­დროს ყო­ფი­ლა, ჩემ გარ­შე­მო ყვე­ლამ იცის. ასე­თი მიდ­გო­მა მა­ღი­ზი­ა­ნებ­და…

გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი არ არის. არც ბევ­რს ჰყავს გე­ნე­რა­ლი მამა. რას ნიშ­ნავს გე­ნერ­ლის შვი­ლო­ბა?

– უდი­დეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. რო­გორც კი სა­ხელს და გვარს იტყვი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ეს უკვე რა­ღა­ცებს გა­ვალ­დე­ბუ­ლებს. ასეა არა მარ­ტო ჩემ­თვის, ჩვენს ოჯახ­ში – ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბის, დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც. იტყვი თუ არა, რომ ხარ გია ყარ­ყა­რაშ­ვი­ლის შვი­ლი, ძმის­შვი­ლი, უკვე სხვა­ნა­ი­რად უნდა მო­იქ­ცე. დიდი გვა­რია – ყვე­ლა­ნი მჭიდ­როდ ვართ ერ­თმა­ნეთ­თან და სულ მა­გას ამ­ბო­ბენ, რომ ეს ყვე­ლას­თვის უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რად­გან გიას ფი­გუ­რა სხვა­ნა­ი­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. არ შე­იძ­ლე­ბა ამა­ზე ხა­ზის არ გას­მა.

– მა­მის მიერ გან­ვლი­ლი გზა რას იწ­ვევს თქვენ­ში და პი­რა­დად რო­გორ აფა­სებთ?

– მის გან­ვლილ გზა­ზე რომ ვლა­პა­რა­კობთ, აქ ორი სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნია. გია – მე­ო­მა­რი, ანუ დაჭ­რამ­დე ვინც იყო და გია – დაჭ­რის შემ­დეგ… დაჭ­რამ­დე მას არ ვიც­ნობ­დი, რად­გან და­ბა­დე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი. 1994 წლის მა­ის­ში და­ვი­ბა­დე, 1995 წელს კი და­იჭ­რა. მას­ზე თუ რამე ვი­ცო­დი, მხო­ლოდ მო­ყო­ლი­ლი ის­ტო­რი­ე­ბით. ამ მო­ყო­ლილ ის­ტო­რი­ებ­ში სუ­პერ გმი­რებს რომ უყუ­რებ ფილ­მებ­ში, ჩემ­თვის ასე­თი ადა­მი­ა­ნი იყო… 2000-იან წლე­ბის და­სა­წყის­ში, 7-8 წლის ასაკ­ში მარ­თლა არა­რე­ა­ლურ ის­ტო­რი­ებს ვის­მენ­დი და ბევრ რა­ღა­ცას ვერ ვი­აზ­რებ­დი, თუნ­დაც ომის მას­შტა­ბებს. ამი­ტომ ჩემს თვალ­ში და წარ­მოდ­გე­ნა­ში გია რა­ღაც სუ­პერ ჰი­როს დო­ნე­ზე იყო, მაგ­რამ წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, ამ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბევ­რი რამ სხვა­ნა­ი­რად და­ვი­ნა­ხე. ამი­ტო­მაც იყო ეს წიგ­ნი ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, იმ სუ­პერ ჰი­რო­შო, რო­მელ­საც მა­ნამ­დე შო­რი­დან ვიც­ნობ­დი, რე­ა­ლუ­რად მე­ო­მა­რი გია ყარ­ყა­რაშ­ვი­ლი აღ­მო­ვა­ჩი­ნე და გა­ვი­ცა­ნი. თვი­თონ კი წერ­და ამას 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ ერ­თად ორ წე­ლი­წად ნა­ხე­ვა­რი აქ­ტი­უ­რად ვი­მუ­შა­ვეთ. ეს მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი დღე­ში 4-5 სა­ა­თი სა­უ­ბა­რი იყო. ბო­ლოს და ბო­ლოს, რო­გორც ვთქვი, სუ­პერ ჰი­როს მიღ­მა რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი.

ამ რე­ა­ლურ ადა­მი­ანს, 25 წლის ბიჭს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით დიდი სამ­ხედ­რო ცოდ­ნა და მის ასაკ­ში სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბუ­ლი უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი ჰქონ­და. რა­ღა­ცებს სა­ო­ცა­რი შე­მარ­თე­ბით და მე­ომ­რის ჟი­ნით აკე­თებ­და, მაგ­რამ ბევრ რამ არ იცო­და, ვერც აღიქ­ვამ­და, ძი­რი­თა­დად ემო­ცი­უ­რად მოქ­მე­დებ­და და არა დიდი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ცოდ­ნით. ლო­გი­კუ­რია, 25 წლი­სას ეს ყვე­ლა­ფე­რი ვერ ექ­ნე­ბო­და. ბევრ რა­ღა­ცა­ში გა­მო­უც­დელს უზარ­მა­ზა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბით ლი­დე­რის ნი­ჭიც ჰქონ­და. ადგა და წინ წა­ვი­და, თა­ვის თავ­ზე აიღო… ეს ჩემ­ში უდი­დეს აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს.

მე­ო­რე გია, რო­მელ­საც დაჭ­რის შემ­დეგ ვიც­ნობ­დი, სუ­ლის სიმ­ტკი­ცის სა­ო­ცარ მა­გა­ლითს იძ­ლე­ვა. არ მახ­სოვს, ოდეს­მე ეთ­ქვას, რომ ცუ­დად ვარ, მი­ჭირს. ამი­ტომ, ვერც აღ­ვიქ­ვამ­დი, რომ ცუ­დად შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო. წლე­ბი დამ­ჭირ­და, გა­მე­გო, გა­მე­აზ­რე­ბი­ნა ეს, იმ­დე­ნად შე­მარ­თე­ბით იყო.

– რო­დე­საც ეტ­ლში მყოფ მა­მას უყუ­რებ­დით, რო­გო­რი იყო თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი?

რო­დე­საც ეტ­ლში მყოფ მა­მას უყუ­რებ­დით, რო­გო­რი იყო თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი?

– გიას ეტ­ლში ყოფ­ნა ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო, რე­ა­ლუ­რად ინ­ფორ­მა­ცია გა­აზ­რე­ბუ­ლი არ მქონ­და, რის აღ­საქ­მე­ლა­დაც, რო­გორც ვთქვი, წლე­ბი დამ­ჭირ­და. მისი ეტ­ლში ჯდო­მა მხო­ლოდ მა­შინ და­ვი­ნა­ხე, რო­დე­საც ხან­გრძლი­ვად მკურ­ნა­ლობ­და, რაც ჩემ­თვის მო­ცე­მუ­ლო­ბა იყო. ასე ვხე­დავ­დი და ეს მძი­მედ არ აღ­მიქ­ვამს, რაც ალ­ბათ ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იყო. ისიც სათ­ქმე­ლია, რომ ყვე­ლას არ აქვს ის ფუ­ფუ­ნე­ბა, რაც გიას ჰქონ­და. მის გარ­შე­მო სულ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ტრი­ა­ლებ­და, ძი­რი­თა­დად მისი ბი­ჭე­ბი, მე­ომ­რე­ბი… ისი­ნი უკე­თებ­დნენ ყვე­ლა­ფერს, რაც სჭირ­დე­ბო­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­ხე­ლა მოვ­ლა სჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს მსგავს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მაგ­რამ მარ­ტო არ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ. ამი­ტომ ჩე­მამ­დე არას­დროს მო­სუ­ლა ის ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც პრობ­ლე­მა. ბი­ჭე­ბი, მე­ომ­რე­ბი, სულ იყ­ვნენ და დიდ საქ­მეს აკე­თებ­დნენ. მათ მეც ბი­ჭებს ვე­ძა­ხი. ჩვენ­თან იყო “ბი­ჭე­ბის ოთა­ხი,“ სა­დაც ისი­ნი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. სა­ო­ცა­რი მე­გობ­რო­ბა გა­მოჰ­ყვათ – უმ­ტკი­ცე­სი, რაც დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

– რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბაა მამა-შვილს შო­რის, მე­გობ­რობთ?

ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩვენ შო­რის. ორი­ვეს გვაქვს ეს სამ­ხედ­რო ყა­ლი­ბი, ვხუმ­რობ ხოლ­მე, რომ სამ­ხედ­რო რე­ჟიმ­ში ვარ გაზ­რდი­ლი-მეთ­ქი. რე­ა­ლუ­რად მეც იგი­ვე მიდ­გო­მე­ბი მაქვს გიას მი­მართ, რო­გორც მას. ამას მამა-შვი­ლის კლა­სი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბას ვერ და­ვარ­ქმევ, ეს მე­გობ­რო­ბაა. მის სა­მე­გობ­როს­თა­ნაც ასე­თი­ვე ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს.

– წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას არ გით­ქვამთ მის­თვის, – ნე­ტავ, ასე არ მოქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი ამა თუ იმ კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში-თქო?

– კი, მთე­ლი ორი წელი ამა­ში გა­ვი­და. ფურ­ცელ­ზე ალ­ბათ ყვე­ლა­ნა­ი­რი სცე­ნა­რი გვაქვს სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე გავ­ლი­ლი – თუნ­დაც აფხა­ზეთ­ში შეს­ვლა­ზე. ეს რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, რა იქ­ნე­ბო­და? სა­ბო­ლო­ოდ წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას გა­ვი­გე, რომ საქ­მე ასე მარ­ტი­ვად არ არის. სრუ­ლი სუ­რა­თის აღ­ქმა ურ­თუ­ლე­სია. 30 წლის გად­მო­სა­ხე­დი­დან იმის თქმა, რომ ეს ასე უნდა გა­გე­კე­თე­ბი­ნა, არას­წო­რია…

რო­გორ გრძნობს თავს ახლა ბა­ტო­ნი გია, რო­გო­რია მისი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი?

– რო­გორც ყო­ველ­თვის – კარ­გად, ვე­რას­დროს გა­ი­გებ, რო­დის არის ცუ­დად და რო­დის – კარ­გად, მა­ში­ნაც კი, როცა ცუ­დად არის. რაც შე­ე­ხე­ბა ცხოვ­რე­ბის სტილს, თა­ვის­თა­ვად ნე­ლია. ვემ­ზა­დე­ბით იმის­თვის, რომ მე­ო­რე წიგნ­ზე აქ­ტი­უ­რად ვი­მუ­შა­ოთ. 2026 წელს ამას ნამ­დვი­ლად შევ­ძლებთ.

სამ­ხედ­რო რე­ჟიმს რომ ვამ­ბობ, ამ რე­ჟი­მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია რა­ღა­ცე­ბის არ გა­კე­თე­ბა – რად­გან ვთვლით, რომ უნდა გა­ვა­კე­თოთ, ვა­კე­თებთ… სულ ვე­უბ­ნე­ბი, მეს­მის რომ ძნე­ლია, მაგ­რამ უნდა ვი­მუ­შა­ოთ. მინ­და ახალ­გაზ­რდებ­მა ისე გა­იც­ნონ ის, რო­გორც მე გა­ვი­ცა­ნი, ისე წა­ი­კი­თხონ ის ის­ტო­რია, რო­გორც მე. დრო მი­დის, 30 წელი გა­ვი­და. თან ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ბევ­რი არა­ფე­რი და­წე­რი­ლა. ამი­ტომ სურ­ვი­ლი მაქვს, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გია ახალ­გაზ­რდებს შე­ვახ­ვედ­რო. თან ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ხომ მარ­თლაც დის­კუ­სი­ა­სა და კა­მათ­ში იბა­დე­ბა? დის­კუ­სია უნდა გაჩ­ნდეს, მაგ­რამ ამ ყვე­ლაფ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა ხან­და­ხან ჭირს.

– რა რჩე­ვებს გაძ­ლევთ?

– გია არ არის ადა­მი­ა­ნი, რა­ი­მე რჩე­ვა მოგ­ცეს და და­გა­რი­გოს. ის იტყვის რა­ღა­ცას ისე, შო­რი­დან რა უნდა გა­კეთ­დეს და რა არის სწო­რი. მერე იმ ჩარ­ჩოს შენ თვი­თონ უნდა მო­ერ­გო. პირ­და­პი­რი რჩე­ვე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა.

– გი­კა­მა­თი­ათ?

– მხო­ლოდ წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას. ეს იყო სა­მუ­შაო პრო­ცე­სი და ამ პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო კა­მა­თი, რო­მელ­მაც მერე სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, რა­ღა­ცე­ბი გახ­სნი­ლად და თა­მა­მად მო­ე­ყო­ლა. გვი­კა­მა­თია იმა­ზე, მა­გა­ლი­თად, სა­დღაც რომ არ წა­სუ­ლიყ­ვნენ და ხომ არ ჯობ­და, თავი შე­ე­ნა­ხათ? მაგ­რამ თავ­გან­წი­რუ­ლი ბრძო­ლა იყო და ისი­ნი მა­ინც მი­დი­ოდ­ნენ… კი, ამ სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა და მათ­ზე კა­მა­თი ყო­ფი­ლა. გან­ხილ­ვა ჩემი პო­ზი­ცია იყო, მაგ­რამ 30 წლის წი­ნან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის აქე­დან გან­სჯა, ვი­მე­ო­რებ, ძნე­ლია. მაგ­რამ იმ სი­მა­მა­ცეს, რაც მა­შინ გა­მო­ი­ჩი­ნეს, უდი­დე­სი ფასი აქვს. ოთარ ჭი­ლა­ძემ გი­ა­ზე თქვა – “გია მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის უკა­ნას­კნე­ლი ჯა­რის­კა­ცია“… ამ ნათ­ქვამ­საც უდი­დე­სი ძალა აქვს. თუ რა­ტომ უკა­ნას­კნე­ლი ჯა­რის­კა­ცი? იმი­ტომ, რომ ყვე­ლას­გან შე­დი­ოდ­ნენ, თავს სწი­რავ­დნენ…

– სა­კუ­თარ თავ­ში მა­მის რა თვი­სე­ბე­ბით იჭერთ?

ძა­ლი­ან ხში­რად ვი­ჭერ ჩემს თავ­ში მის გა­მო­ხედ­ვას. ვიდ­რე რა­ი­მეს იტყვის, თა­ვი­სე­ბუ­რი გა­მო­ხედ­ვა აქვს, მეც ხში­რად ასე ვარ… თვი­თონ ამ­ბობს ხოლ­მე ჩემ­ზე, – ეს რო­გორ შე­მომ­ხე­დაო? – მაგ დროს ჩემ­ში თა­ვის თავს ხე­დავს… მოკ­ლედ და მკაც­რად იცის თქმა, მეტ გან­ხილ­ვას რომ აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და მეც ასე ვარ.

– დე­და­ზე რას გვე­ტყვით?

– დედა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი არ არის, ისე­თი, მე­დი­ა­ში რომ ჩან­დეს. თათა (თა­მარ) არ­თმე­ლა­ძე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია, მუ­შა­ობს, თა­ვი­სი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია აქვს. სა­ერ­თოდ, სა­მი­ვე და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი ვართ, ვმე­გობ­რობთ. გია და დე­დაც ხში­რად ხვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, მე­გობ­რო­ბენ… მათ ერ­თად თით­ქმის არ უცხოვ­რი­ათ. მე რომ გავჩნდი, რო­გორც ვთქვი, რამ­დე­ნი­მე თვე­ში გია და­იჭ­რა… დედა ცო­ლად 1992 წელს მო­იყ­ვა­ნა. ისე­თი დრო იყო, სახ­ლში არას­დროს იყო. მერე ომი და­ი­წყო, დაჭ­რის შემ­დეგ კი უკვე ხან­გრძლი­ვად გერ­მა­ნი­ა­ში მკურ­ნა­ლობ­და.

– ასე რომ, გია ყარ­ყა­რაშ­ვი­ლის ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ხართ…

– კი, ასეა. გიას ერთი შვი­ლი მა­რი­ა­მი ჩემი სა­ხით კი ჰყავს, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბის შვი­ლებ­თან ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ მე­გობ­რობს. ისე­თი­ვე ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, რო­გორც ჩემ­თან. ვე­ტე­რა­ნე­ბის ოჯა­ხებს ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს. ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ურ­თი­ერ­თდახ­მა­რე­ბა უნდა გაგ­რძელ­დეს და უნდა არ­სე­ბობ­დეს. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც 30 წლის წინ ასე ერ­თად იყ­ვნენ, ამ კავ­ში­რე­ბის გაწ­ვე­ტა არ შე­იძ­ლე­ბა და ამა­ზე ვფიქ­რობთ, ამ ყვე­ლა­ფერს რა ფორ­მა მი­ე­ცეს…

– რას უსურ­ვებთ მა­მას და სა­კუ­თარ თავს?

– გე­გე­მე­ბი უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ სის­რუ­ლე­ში. ეს წიგ­ნი უნდა მი­ვი­დეს ახალ­გაზ­რდა მკი­თხველ­თან. დღეს, როცა ასე გა­ყო­ფი­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა, პრინ­ციპ­ში რო­დის არ იყო, უბ­რა­ლოდ, ახლა უფრო ჩანს ეს ყვე­ლა­ფე­რი, მი­მაჩ­ნია, რომ ახლა უნდა გა­ეც­ნონ ახალ­გაზ­რდე­ბი ამ უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ას. კი, ნამ­დვი­ლად მინ­და, 2026 წელს ეს წიგ­ნი ბევ­რმა ახალ­გაზ­რდამ წა­ი­კი­თხოს, რომ გაჩ­ნდეს თემა კა­მა­თი­სა და მსჯე­ლო­ბის­თვის.

– და­ბო­ლოს მამა – გია ყარ­ყა­რაშ­ვი­ლი თქვენ­თვის რისი მა­გა­ლი­თია?

– სუ­ლის სიმ­ტკი­ცის, – ესაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. გია არის მა­გა­ლი­თი იმის, რომ არ შე­იძ­ლე­ბა და­ნებ­დე, და­ი­წუ­წუ­ნო, გა­ტყდე. თა­ვად თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნია, შე­ქე­ბა არ უყ­ვარს და ვცდი­ლობ, ზედ­მე­ტად არ შე­ვა­ქო. ეს მას არ უყ­ვარს…

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საინტერესო
გაიჩერეთ ნიორი პირში 30 წუთის განმავლობაში და გაიგე, რას უწყობს ხელს ეს უცნაური, მაგრამ ეფექტური ხერხი!
March 7, 2026
საინტერესო
მომილოცეთ ❤️ ელის მარიას ”ძამიკო” ეყოლება, მიშას საჩუქარია… 😱😱 ნახეთ სოფოს ნიჟარაძის ოჯახში მატება.
February 18, 2026
საინტერესო
“ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა…“ – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება
February 12, 2026
საინტერესო
დიდი ხნის ნაცნობმა მამა გაბრიელთან რამდენიმე კაცი მიიყვანა გასაცნობად, თან განუმარტა მათ, რომ გაბრიელი წმინდა მამა იყო და არაფერს ჭამდა. სტუმრების გამოჩენისთანავე მამა გაბრიელმა ყვირილი და უცნაური სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. ჯამს ეცა და გაიძახოდა:
February 12, 2026