ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“წინ დიდი კარიერა ელოდა, როცა საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა” – ქართული კინოს მშვენების უცნობი ცხოვრება და თურქეთში აკრძალული “ფატიმას” ისტორია

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ფილ­მი “ფა­ტი­მა” კარ­გა­და არის ცნო­ბი­ლი და უმ­რავ­ლე­სო­ბას ეს ფილ­მი არა­ერ­თხელ უნა­ხავს, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის მის შე­სა­ხებ, ვინც მთა­ვა­რი როლი გა­ნა­სა­ხი­ე­რა. პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი სერ­გი ცენ­ტე­რა­ძე წლე­ბია ქარ­თუ­ლი კი­ნოს და მსა­ხი­ო­ბე­ბის შე­სა­ხებ სე­რი­ო­ზულ კვლე­ვებს აწარ­მო­ებს. ამ­ჯე­რად იგი თა­მარ კო­კო­ვას შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს…

სერ­გი ცენ­ტე­რა­ძე:
არის ფილ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ყუ­რე­ბელ­თა შო­რის უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ და დრო მათ ვე­რა­ფერს აკ­ლებს… 1958 წელს კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვი­და სიკო დო­ლი­ძის ფილ­მი-შე­დევ­რი “ფა­ტი­მა”. ფილ­მი ქარ­თუ­ლი კი­ნოს კლა­სი­კად ით­ვლე­ბა და დღემ­დე მა­ყუ­რე­ბე­ლი დიდი ემო­ცი­ე­ბით (ვინ პირ­ვე­ლად, ვინ მე­რამ­დე­ნედ ) ადევ­ნებს თვალს ფილ­მის გმი­რე­ბის თავ­გა­და­სა­ვალს ეკ­რან­ზე… შე­სა­ნიშ­ნავ­მა რე­ჟი­სორ­მა ამ ფილმში თავი არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მსა­ხი­ო­ბებს მო­უ­ყა­რა. მა­ყუ­რე­ბელ­მა პირ­ვე­ლად იხი­ლა დიდ ეკ­რან­ზე ქარ­თუ­ლი კი­ნოს ვარ­სკვლა­ვე­ბი: ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი, გი­უ­ლი ჭო­ხო­ნე­ლი­ძე და თენ­გიზ არჩვა­ძე. “ფა­ტი­მას” როლს კი დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი თა­მარ კო­კო­ვა ას­რუ­ლებ­და.
ფილ­მი გა­და­ღე­ბუ­ლია ცნო­ბი­ლი ოსი კლა­სი­კო­სის კოს­ტა ხე­თა­გუ­რო­ვის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის პო­ე­მის მი­ხედ­ვით. სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დი, მთის მკაც­რი ადათ-წე­სე­ბი და მშვე­ნი­ე­რი ქა­ლის ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია, აი ფილ­მის ძი­რი­თა­დი საკ­ვან­ძო თე­მე­ბი. ფილ­მის ში­ნა­არსს არ მოვ­ყვე­ბი, რად­გან ყვე­ლა კი­ნო­მოყ­ვა­რულ­მა ლა­მის ზე­პი­რად იცის. ვი­ტყვი მხო­ლოდ იმას, რომ ფილ­მის პო­პუ­ლა­რო­ბა ბევ­რმა ფაქ­ტორ­მა გა­ნა­პი­რო­ბა: არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მსა­ხი­ო­ბე­ბი და მათი შე­უ­და­რე­ბე­ლი თა­მა­ში, შე­სა­ნიშ­ნა­ვი კოს­ტი­უ­მე­ბი, სულ­ში ჩამ­წვდო­მი მუ­სი­კა და გა­და­მე­ტე­ბუ­ლად არ ჩა­მეთ­ვლე­ბა თუ ვი­ტყვი, რომ ამ ფილმში მარ­თლაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და თა­მარ კო­კო­ვა – მომ­ხიბ­ვლე­ლი, ნაზი, მე­ლან­ქო­ლი­უ­რი, სა­ო­ცა­რი მზე­რით, რა­ღაც­ნა­ი­რი სევ­და­ნა­რე­ვი ღი­მი­ლით, არა­მი­წი­ე­რი სი­ლა­მა­ზით და შე­სა­ნიშ­ნა­ვი გარ­და­სახ­ვის უნა­რით.
მისი ყო­ვე­ლი მო­მენ­ტი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლია, რო­მელ ერ­თზე დავ­წე­რო, ჯამ­ბუ­ლატ­თან ფა­რუ­ლი შეხ­ვედ­რი­სას, რო­გო­რი სიყ­ვა­რუ­ლით შეს­ცქე­რის სატ­რფოს თუ გა­მო­თხო­ვე­ბი­სას, როცა ერ­თგუ­ლე­ბის ფიცს აძ­ლევს და მე­და­ლი­ონს უსახ­სოვ­რებს. რამ­დე­ნი სევ­და და ტკი­ვი­ლია მის ხმა­ში, როცა იბ­რა­ჰიმს ესა­უბ­რე­ბა ტყე­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა აღ­ვნიშ­ნოთ ფილ­მის ფი­ნა­ლუ­რი კად­რე­ბი, როცა ქმრის ( იბ­რა­ჰი­მის ) და­ღუპ­ვას შე­ი­ტყობს ჯამ­ბუ­ლა­ტის­გან და თა­მარ კო­კო­ვას გმი­რი ჭკუ­ი­დან გა­და­ვა: მი­მი­კა, მზე­რა, ჟეს­ტე­ბი და­მა­ჯე­რებ­ლად აჩ­ვე­ნებს მა­ყუ­რე­ბელს გმი­რის ში­ნა­გან ტრა­გე­დი­ას.
და­მიბ­რუ­ნეთ ჩემი შვი­ლი! ტი­რი­ლით მი­მარ­თავს მათ, ვინც მისი შვი­ლი წა­იყ­ვა­ნა და ამ დროს ეკ­რან­ზე ფარ­თო პლა­ნით ვხე­დავთ ტკი­ვი­ლის­გან, დარ­დის­გან, ტან­ჯვის­გან და­მა­ხინ­ჯე­ბულ სა­ხეს, რო­მელ­საც გარს შე­მოხ­ვე­ვია ჩა­მოშ­ლი­ლი გა­წე­წი­ლი თმე­ბი და ცრემ­ლით სავ­სე, მუ­და­რით მომ­ზი­რალ თვა­ლებს, რამ­დე­ნი­მე წამ­ში კი გუ­ლის­მომ­კვლე­ლი ქვი­თი­ნი სლუ­კუ­ნით შე­იც­ვლე­ბა, მერე კი თა­ვა­წყვე­ტი­ლი, უზო­მო ხარ­ხა­რი გვეს­მის. ამ ეპი­ზოდ­ში მსა­ხი­ო­ბი მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზეა და უზა­დო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით გად­მოს­ცემს გმი­რის ემო­ცი­ებს და სუ­ლი­ერ გან­ცდებს. ფილ­მი მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე სი­უ­ჟე­ტი­სა, დღემ­დე ით­ვლე­ბა მა­ყუ­რე­ბელ­თა საყ­ვა­რელ ფილ­მად, თა­მარ კო­კო­ვა კი მარ­თლაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი მსა­ხი­ო­ბია, რო­მელ­ზეც დღეს ვსა­უბ­რობთ.
ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის თა­მარ კო­კო­ვას ბი­ოგ­რა­ფია…

  • თა­მარ კო­კო­ვა და­ი­ბა­და 1934 წლის 15 მარტს ქა­ლაქ ნალ­ჩიკ­ში ( ეროვ­ნე­ბით ყა­ბარ­დო­ე­ლი გახ­ლავთ ) სას­წავ­ლებ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლა მოს­კო­ვის ლუ­ჩა­ნარ­სკის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში. მისი დე­ბი­უ­ტი შედ­გა 1955 წელს, როცა მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი იყო, ფილმში “სატ­რფოს თავ­შა­ლი”, სა­დაც მა­რი­ა­მის როლი შე­ას­რუ­ლა. 1958 წლი­დან არის კი­ნოს­ტუ­დია “ქარ­თუ­ლი ფილ­მის” მსა­ხი­ო­ბი და მისი სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვა­რი გახ­ლავთ მთა­ვა­რი როლი ფილმში “ფა­ტი­მა”. ამ როლ­მა მას მო­უ­ტა­ნა არ­ნა­ხუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა და მთა­ვა­რი პრი­ზი ქა­ლის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის სა­კავ­ში­რო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე. 1961 წლი­დან მოღ­ვა­წე­ო­ბას იწყებს მოს­კო­ვის კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რში.

“ფა­ტი­მას” წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ წამ­ყვა­ნი რე­ჟი­სო­რე­ბი ცდი­ლობ­დნენ თა­ვი­ანთ ფილ­მებ­ში გა­და­ე­ღოთ ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც მშვე­ნი­ე­რი გა­რეგ­ნო­ბით მა­ყუ­რე­ბელს ხიბ­ლავ­და. მსა­ხი­ობ­მა თა­ვი­სი მოკ­ლე კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე მო­ას­წრო ოც ფილმში გა­და­ღე­ბა და მა­ყუ­რებ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­პა­თი­ის მო­პო­ვე­ბა. მას წინ არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბა, როლი, ფილ­მე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო რე­ჟი­სო­რებ­თან მუ­შა­ო­ბა ელო­და, მაგ­რამ…
1975 წელს გა­და­ღე­ბე­ბის და­სა­წყე­ბად ტაშ­კენ­ტში ჩა­ვი­და, აე­რო­პორ­ტი­დან მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბი მოჰ­ყვა სა­ში­ნელ ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და მრა­ვა­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბით და სა­ში­ნე­ლი ტრავ­მე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს.
გა­უ­კე­თეს რამ­დე­ნი­მე მძი­მე ოპე­რა­ცია, გა­დარ­ჩა, მაგ­რამ მისი მოღ­ვა­წე­ო­ბა კი­ნო­სამ­ყა­რო­ში დას­რულ­და (მხო­ლოდ ერთი ეპი­ზო­დუ­რი როლი კი­ნო­ში 1981 წელს და ფი

გაზიარება: